შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.02

2010

კონფერენციები

ხალგაზრდა ჟურნალისტებს იწვევენ შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე

ახალგაზრდა ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან საშუალება ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდიები შიდსის მე-18 საერთაშორისო კონფერენციაში "შიდსი 2010" მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია   ჩატარდება ვენაში (ავსტრია) 18-23 ივლისს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

კონფერენციის  აქტივობები მოიცავს: სიმპოზიუმს;  სემინარს ლიდერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების თემაზე; წინასაკონფერენციო  ღონისძიებას ახალგაზრდებისთვის და მათთვის სპეციალურ მიღებას.

სტიპენდია უზრუნველყოფს: რეგისტრაციას კონფერენციისთვის (მასში შედის დასწრება ყველა სესიასა და გამოფენაზე), ეკონომ-კლასით მგზავრობას, ცხოვრების საფასურს, მოკრძალებულ დღიურ ხარჯებს და დაზღვევას კონფერენციის მსვლელობის პერიოდში. ასევე ხელმისაწვდომია ნაწილობრივი სტიპენდიები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.aids2010.org/ ან დაუკავშირდით  youth@aids2010.org.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test