შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

11.04

2010

კონფერენციები

თბილისში ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

სინგულარ ჯგუფი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო წარმოგიდგენთ პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ, რომელიც გაიმართება სასტუმრო ძველ თბილისში, 2010 წლის 16 და 29 აპრილს.

კონფერენციის მთავარი მიზანია ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელება, ასევე ტრადიციულ მედიაში დასაქმებული ხალხის, ბლოგერების, ვიდეო-ბლოგერების, დიზაინერების და დეველოპერებისთვის კვალიფიციური ტრენინგის ჩატარება.

BBC-დან, Viewmy.tv-დან და Clicknetwork.tv-დან სპეციალურად მოწვეული ბრიტანელი და სინგაპურელი მომხსენებლები ისაუბრებენ ინტერნეტ ტელევიზიისა და ონლაინ-მაუწყებლობის ყველა საინტერესო ასპექტზე.

პირველი საკონფერენციო დღე გამიზნულია ჟურნალისტების, სოციალური მედიის სპეციალისტების, ბლოგერების და პოტენციური ვიდეო-მასალის შემქმნელებისთვის. მეორე საკონფერენციო დღის თემები კი საინტერესო იქნება ტექნიკური განათლებისა და პროფილის სპეციალისტებისთვის, ასევე არსებული ონლაინ-მაუწყებლების და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ცოდნის გაღრმავებას თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის.

კონფერენციაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე - itvc.ge. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. შერჩევა მოხდება აპლიკანტების გამოცდილებისა და საქმიანობის სფეროს მიხედვით. რეგისტრაციის ბოლო ვადებია - 11 და 18 აპრილი, კონფერენციის დღეების შესაბამისად.

კონფერენციის დღეებში ვებ-გვერდზე მოხდება პირდაპირ ეთერში პრეზენტაციების ვიდეო-ტრანსლირება. ყველანაირი ფოტო, ვიდეო და ელექტრონული მასალა განთავსდება ვებ-გვერდზე კონფერენციის დასრულებისთანავე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test