შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.05

2010

კონფერენციები

1. ნარკოპოლიტიკის ბნელი მხარე - სტიპენდიები ჟურნალისტებისთვის

უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლბების კავშირი (HCLU) აცხადებს ჟურნალისტურ კონკურსს "ნარკოპოლიტიკის ბნელი მხარე".  გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა უნდა გამოიძიონ  კონკრეტული პრობლემები,  რომელიც გამოიწვია   მათ ქვეყნებში გატარებულმა ნარკო პოლიტიკამ. სტიპენდია წარმოადგენს ევროპის ნარკო პოლიტიკის ინიციატივის (EDPI) ნაწილს. EDPI  არის ევორპული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანია,  ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების რეკლამირება,  ასევე ზიანის შემცირება, რაც ნარკომანიასთნ დაკავშირებული პრობლემების დაძლევის უმთავრესი პრინციპია. პროექტის სპონსორია "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (OSI) მსოფლიო ნარკოპოლიტიკის პროგრამა და "საღი  აზრი ნარკოპოლიტიკისთვის" (CSDP). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ევროპაში მორვაწე ყველა ჟურნალისტს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ CV და მაქსიმუმ ორგვერდიანი განაცხადი, სადაც აღწერილი იქნება მიზნები, მეთოდები და ბიუჯეტი საგამოძიებო ანგარიშის პროექტისთვის. ანგარიშზე მუშაობის პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 4 კვირას. გარდა ამისა,  განმცხადებლებმა უნდა წარადგინონ ოფიციალური წერილი დასაქმების ადგილიდან. დამოუკიდებელმა კომპანიებმა კი - თავიანთი სამაუწყებლო ორგანიზაციიდან. წერილი უნდა შეიცავდეს ვალდებულებას საგამოძიებო ანგარიშის შედეგბის გამოქვეყნებაზე. ასევე კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ ორი ბოლოდროინდელი პუბლიკაციის ასლი (ბმულით ან დასკანერებული). კონკურსანტმა უნდა დაამტკიცოს,  რომ მისი ანგარიში ხელს შეუწყობს ნარკო პოლიტიკის  გავლენას საზოგადოებრივ  ჯანდაცვაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე,  ანუ ნარკოპოლიტიკა უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულებიანი. კონკურსის თემები მოიცავს: - რეპრესიული კანონიერი ინტერვენცია, დაპატიმრება; - საერთაშორისო ნარკო კონვენციების გავლენა ეროვნულ ნარკო პოლიტიკაზე; - ნარკომანიის მკურნალობის ეფექტურობა; - მთავრობის/პოლიციის ხარჯები ნარკომანისთან დაკავშრებით; - ბარიერები ჯანდაცვის უზრუნვესაყოფად; - ნარკომანიასთან დაკავშირებული სტიგმა; - სიღარიბე და ნარკომანია; - კონტრასტი კანონიერ და უკანანო ნარკომანისთან დამოკიდებულებას შორის; - ნარკომანია როგორც კულტურული მემკვიდრეობა; - ნარკო ომი, მისი გავლენა ეროვნულ უმცირესობებზე; - ნარკოტიკების შავ ბაზართან დაკავშირებული ძალადობა; - ნარკომანთა ძალისმიერი მკურნალობა; - აივ/შიდსის მატარებელი ნარკომანები; - არალეგალური ნარკოტიკების სამედიცინო გამოყენება; - ნარკო პოლიტიკის გავლენა ოჯახებზე; - შიშზე დაფუძნებული ნარკო განათლება და პრევენცია; - სკოლებსა და სამუშაო ადგილებში სავალდებულო ნარკო ტესტირება; - საუკთესო პრაქტიკა განათლების, ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების სფეროებში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი. შერჩეულ კანდიდატებს 15 მაისამდე დაუკავშრდებიან. სტიპენდიის ოდენობა ინდიივიდუალურად გადაწყდება, მხედველობაში იქნება მიღებული განსაკუთღებული საჭიროებები და ადგილობრივი პირობები ანგარიშის მოსამზადებლად. HCLU -თან დადებული კონტრაქტის საფუშველზე მომზადებული ანგარიშის ავტორობის და მისი გამოქვეყნების უფლება   ექნება HCLU-ს. ანგარიში გამოქვეყნდება ევროპის ნარკოპოლიტიკის ინიციატივის (EDPI) ვებგვერდზე. შერჩეულ ჟურნალისტებს მოეთხოვებათ დაასრულონ ანგარიშები ეროვნულ ენაზე,  15 ივნისამდე. სტატიები გადაითარგმნება ინგლისურად და გამოქვეყნდება ანტინარკომანიის დღეს - 26 ივნისს. დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით EDPI-ის კოორდინატორს თამას ვარგას (Tamas Varga) tamas.varga@tasz.hu ან იხილეთ http://drogriporter.hu/en/darkside. http://eudrugpolicy.org/ http://www.soros.org/ http://www.csdp.org/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test