შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ანონსი

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაცია

17 ნოემბერს, 15:30 საათზე, კლუბში Frontline Georgia  გაიმართება  მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაცია. მის.მარი ბროსეს ქ. №6. ჟურნალისტთა და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც ქვეყანაში მედია გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პაკეტი, რომელიც რვა კანონპროექტს მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად მედია ორგანიზაციების მფლობელების და ფინანსების სრული გამჭირვალობის საკითხსაც ეხება. კანონპროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს გაზეთ "...რეზონანსის" რედაქტორი და ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test