შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ვაკანსიები

რუსულენოვანი ტელეკომპანია PIK TV (http://www.pik.tv) აცხადებს ვაკანსიას

რუსულენოვანი ტელეკომპანია PIK TV (http://www.pik.tv) აცხადებს ტელეპროგრამების  დამგეგმავის ვაკანსიას.

მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ტელეარხისთვის დეტალური პერსპექტიული დაგეგმარების შედგენა და წარმოება;
  • ყოველდღიური განრიგის შედგენა მენეჯმენტის მოთხოვნებთან შესაბამისად და ასევე ტელეპროგრამების სტრატეგიის მიხედვით;
  • ტელეარხის ცალკეული პროგრამების მხარდაჭერა და ამავე დროს რეიტინგების გაზრდის უზრუნველყოფა;
  • ტელეარხზე დაგეგმილი ყოველი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა და ამ პროგრამების აუდიტორიასთან მიმართებაში გააზრება;
  • იმის უზრუნველყოფა, რომ დაგეგმარებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს აუდიტორიის განწყობებს;
  • პროგრამების დაგეგმარებასთან დაკავშირებით სრული ინფრომაციის ფლობა. განრიგების ტელეარხის შიგნით კომუნიკაცია;
  • შესაბამის ჯგუფთან თანამშრომლობით იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული ტელეპროგრამა შესაბამის დროს არის განაწილებული და იგი პასუხობს ტელეარხის და ადგილობრივ დირექტივებს;
  • პროგრამების შესყიდვების მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა პროგრამების წარმოების, მათი ხანგრძლივობის და სავარაუდო გადაცემის თარიღების განსასაზღვრად. ამ დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტელეპროგრამების ხელმისაწვდომობა, როდესაც ამისი საჭიროება იქნება;
  • ტელეპროგრამების დაგეგმარების სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინება, თუ ეს ტენდენციები კონკრეტულ ბაზარზე და კონკრეტული ტელეარხისთვის სასარგებლო და რელევანტური იქნება;
  • საგანგებო სიტუაციებისთვის შესაბამისი გეგმების მომზადება და განრიგების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, რაც ტელეპროგრამების რეიტინგების მონიტორინგით უნდა განხორციელდეს.

საჭირო უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია:

  • ტელეპროგრამების დაგეგმარების და სტრატეგიის სფეროში მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება და ღრმა ცოდნა;
  • არხების მართვის სისტემების ცოდნა ((Zeus, Preset, Onair).
  • ტელეკომპანია PIK-ის ტელეპროგრამების და კონტენტის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის, Excel-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება და მაღალი ხარისხის სიზუსტე;
  • დაგეგმარების და ორგანიზების უნარ-ჩვევები, ფიქსირებული დედლაინების შესრულების უნარი. პრიორიტეტების მუდმივად ცვლილებების მიმართ ადაპტირების უნარი სამუშაოს რეორგანიზებით, რაც ცვალებადი დედლაინების და მიზნების მიღწევისთვის იქნება აუცილებელი;
  • რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • სწრაფად ბეჭდვის და წერის უნარი;
  • პიროვნება უნდა იყოს სტრესულ გარემოში მუშაობას მიჩვეული, აქტიური, ეთიკური, დაბალანსებული, თვითდაჯერებული, ორგანიზებული, დამოუკიდებელი, ინიციატივიანი, პასუხისმგებლიანი და ა.შ.

კვალიფიცირებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ინგლისურ და რუსულ ენებზე და ასევე მოტივაციის წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@kavkaz1.com აღნიშნული დოკუმენტები 2010 წლის 30 დეკემბრამდე უნდა იქნას გამომგზავნილი. ელ. ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ის პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განცხადება, სხვაგვარად თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test