შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.05

2011

ფესტივალები

კინოფესტივალი “ტოფიფესტი“ ელის თქვენს ფილმებს!

კინოფესტივალი "ტოფიფესტი" ელის თქვენს ფილმებს!
„მემბოხე" და „თავხედობით" ცნობილი კინოფესტივალი „ტოფიფესტი" ელის თქვენს კინოფილმებს.  თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ კინოფილმები სამიდან ერთ-ერთ საკონკურსო სექციაზე.  გამარჯვებულს გადაეცემა „ოქროს ანგელოზი" და 5000 ევრო ფულადი პრიზის სახით.  „ტოფიფესტი" პოლონეთის ერთერთი ყველაზე მთავარი საზაფხულო ფესტივალია.

ბოლო რვა წლის განმავლობაში „ტოფიფესტი" წარმატებით უჭერს მხარს მეამბოხე და „თავხედ" კინემატოგრაფიას, კინოს, რომელსაც არ ეშინია დღევანდელი მსოფლიოს შესახებ კითხვების დასმა.  „ჩვენ,  თავიდანვე გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა მეამბოხე კინო, რომელიც ეძებს სიმართლეს თანამედროვე ადამიანის შესახებ, პროვოცირებას უწევს სხვადასხვა მძიმე სოციალური და პოლიტიკური პრობლემის განხილვას და კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელთა იგნორირებაც დაუშვებელია",  აცხადებს საერთაშორისო კინოფესტივალი „ტოფიფესტის" დირექტორი კაფკა იავორსკა (Kafka Jaworska), პოლონეთის კინოფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა ქალბატონი ხელმძღვანელი.  სიამოვნებით წარმოგიდგენთ ისეთი გამორჩეული ხელოვანების ნამუშევრებს,  როგორიცაა თეო ვან გოგი (Theo van Gogh) -ჰოლანდია, ალენ ტანერი Alain Tanner- შვეიცარია, კოსტა გავრასი (Costa Gavras)  საბერძნეთიდან და კენ რასელი (Ken Russel)  - დიდი ბრიტანეთი.  სპეციალური „ოქროს ანგელოზები" გადაეცემა მსახიობებსა და რეჟისორებს ხელოვნებაში „თავხედობისთვის" გამო.  ჩვენ, ვცდილობთ ვაჩვენოთ ის, რაც არ არის მიღებული კინემატოგრაფში, ვიპოვოთ ფენომენთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც არც ისე ხშირად გვხვდება:  ბანაკის კინემატოგრაფი, ქალების კინემატოგრაფი, „სპაგეტი ვესტერნი".

„ტოფიფესტს" სხვადასხვა დროს დაესწრებიან კინემატოგრაფის ისეთ ვარსკვლავები, როგორებიც არიან:  ემანუელ სიგნერი Emauelle Seigner, ჯულია ჯულია ჯენჩი (Julia Jentsch), მიროსლავ ონდიჩეკი (Miroslav Ondricek), აგნეშკა ჰოლანდი (Agnieszka Holland), მარტა მეჟაროსი (Marta Meszaros), კრჟისტოფ ზანუსი (Krzysztof Zanussi), შირინ ნეშატი (Shirin Neshat).  მშვენიერი ატმოსფერო და ის ფაქტი, რომ კინოფესტივალი ტარდება უმშვენიერეს ქალაქ ტორუნში (Toruń), რომელიც UNESCO-ს მსოფლიო რელიქვიების სიაშია შესული, იზიდავს ხელოვანებს.

თუკი თქვენ ხართ კინემატგორაფი, რეჟისორი, დისტრიბუტორი, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ფილმი მე-9-ე საერთაშორისო კინოფესტივალ „ტოფიფესტში" მონაწილეობის მისაღებად.  ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია სამ საკონსურსო სექტორში:  ორი საერთაშორისო და ერთი ეროვნული.

საერთაშორისო კონკურსში „ეთერში"(ON AIR) მონაწილეობის მისაღბად მიიღება სადებიუტო და რეჟისორების მეორე ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან.  უპირატესობა ენიჭება  ფილმებს, რომლებიც პოლონეთში ნაჩვენები ჯერ არ ყოფილა.  მეორე საერთაშორისო კონკურსი „მოკლემეტრაჟი" (SHORTCUT) განიხილავს მაქსიმუმ 40-წუთიანი ხანგრძლივობის დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტულ ფილმებს მთელი მსოფლიოდან.  მესამე ეროვნულ კონკურსში „პოლონეთიდან" (FROM POLAND) მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე პოლონური კინოფილმები.

იმის გამო, რომ სამ საკონსურსო პროგრამაში მონაწილე ფილმების რაოდენობა შეზღუდულია, საუკეთესო ფილმები, რომლებიც ვერ მოხვდება საკონსურსო სიაში,  ნაჩვენები იქნება „კონკურსგარეშე".  კინოფესტივალის პრიზს წარმოადგენს „ოქროს ანგელოზი", რომელიც არის ფესტივალის მასპინძელი ქალაქის ტორუნის შუასაუკუნეების სიმბოლო.

ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარდგენის საბოლოო ვადაა 2011 წლის 7 მაისი.  გადამწყვეტია ონლაინ განაცხადის გამოგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  ფილმების ასლები გამოგზავნილი უნდა იყოს ფესტივალის ადმინისტრაციაში 2011 წლის 16 მაისამდე.

ონლაინ რეგისტრაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: : http://www.tofifest.pl/pl/submit .
Facebook:
http://www.facebook.com/event.php?eid=153338838056065

ფილმების ასლები გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე:

International Film Festival Tofifest
Fundacja Biuro KulturyRynek Staromiejski 9/387-100 Toruń

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 
E-mail: contact@tofifest.pl
ტელეფონი: +4856 652.20.30

Website:
www.tofifest.pl
www.facebook.com.tofifest

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test