შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.06

2011

კონფერენციები

კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის

2011 წლის სექტემბერში „სივიკუსი" (CIVICUS, მსოფლიო ალიანსი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის), საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, დონორები და მთავრობის წარმომადგენლები,  შეიკრიბებიან მონრეალში (კვებეკი, კანადა) „სივიკუსის" მსოფლიო ასამბლეაზე. წელს ოთხ ახალგაზრდა ჟურნალისტს განვითარებადი ქვეყნებიდან საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შეკრებას. პრიზი ფარავს ყველანაირ ხარჯს მგზავრობის, ცხოვრების და რეგისტრაციის ჩათვლით. ოთხ ჟურნალიტს საშუალება ექნება დაესწროს ძირითად პლენარულ და პრაქტიკულ სხდომებს, რომლებიც ჩატარდება ახალგაზრდულ ასამბლეაზე 8 სექტემბერს და მსოფლიო ასამბლეაზე, რომელიც გაიმართება 10-12 სექტემბერს.

ახალგაზრდებს უნიკალური შანსი ეძლევათ პირადად ჩამოართვან ინტერვიუები მომხსენებლებს.

მოთხოვნები:

მონაწილეობის მსურველი  უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქმედი ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს სამოქალაქო საზოგადოების საკითხებს და უნდა წარმოადგენდეს განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეს.

შერჩეულ მონაწილეებს მოეთხოვებათ ყოველდღიურად მოამზადონ რეპორტაჟები მინიმუმ ორ სესიაზე ესპანურ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე,  მათი სურვილისამებრ.

პრიზის მოსაპოვებლად კონკურსში  მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდა ჟურნალისტებმა  15 ივნისამდე  ელ-ფოსტაზე rowena.mcnaughton@civicus.org უნდა გაგზავნონ CV, ჟურნალისტური ნამუშევრის ნიმუში და 250-სიტყვიანი სტატია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის მედიასთან ურთიერთობა.

შერჩეულ კონკურსანტებს  2011 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირდებიან.

აპლიკაციის ფორმა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე www.civicusassembly.org.

„სივიკუსის" მსოფლიო ასამბლეაზე მონაწილოება ასევე შეუძლიათ სხვა მსურველებს.  რეგისტრაციის ბოლო ვადები და რეგისტრაციის საფასური იხილეთ შემდეგ ბმულზე http://www.civicusassembly.org/Registration.php.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test