შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.08

2011

კონკურსები

IREX იღებს განაცხადებს მულტიმედიური ტრენინგ -ცენტრის მოწყობის მიზნით

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), G-MEDIA პროგრამის ფარგლებში, იღებს განაცხადებს კვალიფიციური რესპოდენტებისგან სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, მულტიმედიური ტრენინგ ცენტრის მოწყობის მიზნით. არქიტექტურული სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. დამატებითი ნახაზების მოწოდება შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 აგვისტო. გამარჯვებულის დასახელება ნავარაუდევია 2011 წლის 10 აგვისტოს.

კონკურსის პირობების თანახმად, ცენტრის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს 2011 წლის 16 სექტემბერს.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 აგვისტო. გამარჯვებულის დასახელება ნავარაუდევია 2011 წლის 10 აგვისტოს.

IREX საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცოდნის გაღრმავებას. IREX-ის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე დაწესებულებებს, სრულად მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებაში.

IREX-ის თბილისის ოფისი 1994 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ადმინისტრირებას უწევს საგანმანათლებლო პროექტებსა და გრანტების პროგრამებს პროფესიონალთათვის. ეს პროგრამები და პროექტები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: საუნივერსიტეტო კვლევა და სწავლება, კორპორატიული მართვა და კომერცია, მართვის პოლიტიკა და დიპლომატია, ჟურნალისტიკა და მედია.

დღეისათვის, IREX-ის საქართველოს ოფისი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ პროგრამებს: მედია ინოვაციების პროგრამა საქართველოში; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს (ECA) პროგრამის კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა; ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა; თანამედროვეობის საკითხთა პროგრამა; ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი G-MEDIA პროგრამის  („ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას,  ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას" ) მიზანია  გააუმჯობესოს ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა/ხარისხი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ახალი და ტრადიციული პლატფორმების გამოყენებით. G-MEDIA-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ http://irex.ge/programs/media/gmedia.

საკონკურსო განაცხადის მოთხოვნები:

- განაცხადი ბიუჯეტზე, დღგ-ს გამოკლებით;
- მოცემული სამუშაოს შესრულების დეტალური აღწერა, დროის, სპეციფიკაციის, გამოყენებული სამშენებლო მასალის სახელების მითითებით;პროექტზე დანიშნული ძირითადი პერსონალის რეზიუმეები;
- კომპანიის რეგისტრაციის სერტიფიკატი;
- მოწმობა, რომ კომპანიას არ აქვს  რომელიმე საგადასახადო ორგანოს ვალი;
- სამი მსგავსი პროექტის (100,000 აშშ დოლარის ღირებულების ან მეტი) შესრულების დასტური, მას  თან უნდა ახლდეს კლიენტების საკონტაქტო ინფორმაცია.

განაცხადები მიიღება ინგლისურ ენაზე.

პერსეპქტიულ კონტრაქტორებს საშუალება ექნებათ ეწვიონ და შეაფასონ სამშენებლო ტერიტორია სამშაბათს, 2 აგვისტოს 11-დან 13 საათამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია  Media.Ge-ს მისამართზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test