შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.10

2011

ფესტივალები

საერთაშორისო ფესტივალმა "ოქროს თვალი" ნამუშევრების მიღება დაიწყო

„ოქროს თვალი"  2011 წელს საქართველოში, ქალაქ ბათუმში ტარდება. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ოპერატორებს  თავიანთი ნამუშევრების წარმოჩენაში. ნამუშევრებს სააერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ფესტივალი უმასპინძლებს ტექნიკის მწარმოებელ ლიდერ ბრენდებს, რომლებიც ფესტივალის მსვლელობის დროს ჩაატარებენ სემინარებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მასტერკლასებს ჩაატარებენ „ავატარის", „ოთხი ოთახისა" და სხვა ცნობილი ფილმების ოპერატორები.

კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი" ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) პროექტია, რომელიც წელს მესამედ ტარდება საქართველოში. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის პოპილარიზაცია და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ პროფესიონალ ოპერატორებს და სტუდენტებს.

  • საკონკურსო ნამუშევარი ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იყოს 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 10 ოქტომბრამდე.
  • უცხოელმა კონკურსანტებმა სასურველია ისარგებლონ ექსპრეს ფოსტით (DHL.TNT.FedEx)
  • საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა შეუძლია, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ტელეკომპანიებს, სტუდიებს, შემოქმედებით გაერთიანებებს, საავტორო ჯგუფებს.
  • საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა მოხდება საფესტივალო განაცხადის შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტში.
  • ნამუშევრები გამოაგზავნეთ DVD ფორმატში.

მონაწილების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://goldeneye.ge/index.php?ad=669

გამარჯვებულები გამოვლინდებიან საფესტივალო ჟიურის დახურულ სხდომაზე.

გამარჯვებულთა ვინაობა დასახელდება დასკვნით საზეიმო ცერემონიაზე.

კონკურში გამარჯვებულებს გადაეცემათ საფესტივალო პრიზი "ოქროს თვალი"

საკონკურსო ნომინაციებია:
  1. საუკეთესო ორიგინალური კადრი
  2. საუკეთესო ვიდეო ჩანახატი
  3. საუკეთესო სიუჟეტი
  4. სარისკო კადრი
  5. საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი
  6. საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი
  7. საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი
  8. გრანპრი: საუკეთესო თვალი - "ოქროს თვალი"

ფესტივალის მიმდინარეობისას საქართველო უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან. ისინი მიიღებენ მონაწილეობას ფესტივალის როგორც საკონკურსო ასევე საგანმანათლებლო პროგრამაში.

ფესტივალში მონაწილეობისათვის უკვე რეგისტრირებულია 37 კონკურსანტი საქართველოდან, ბრაზილიიდან, შვედეთიდან გერმანიიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან და ხორვატიიდან.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2011 წლის 10 ოქტომბერს შეწყდება. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ვებ გვერდს: http://goldeneye.ge/index.php

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test