განცხადებები
დედლაინი
18.11
2011
ვაკანსიები
გრძელდება განაცხადების მიღება MEDIA.GE-ს მთავარი რედაქტორის პოზიციაზე
„ინტერნიუსი-საქართველოს“ პროექტი MEDIA.GE წარმოადგენს სამენოვან ინტერნეტ-პორტალს, რომელიც აშუქებს საქართველოს და უცხოეთის მედიაში მიმდინარე მოვლენებს. პროექტის მხარდამჭერები არიან IREX-ის G-MEDIA პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ, „ამერიკის წვლილი დემოკრატიაში“ (NED) და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო".
„ინტერნიუსი-საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას MEDIA.GE-ს მთავარი რედაქტორის პოზიციაზე.
მთავარი რედაქტორი ექვემდებარება „ინტერნიუს-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს და ახორციელებს Media.Ge-ს მენეჯმენტს. მთავარი რედაქტორი განსაზღვრავს Media.Ge -ს შინაარსს, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს მედიასფეროსთან დაკავშირებული ახალი ამბების დროულ მოპოვებას, მაღალპროფესიულ დონეზე რედაქტირებას და გამოქვეყნებას“.
მოვალეობები:
- ყოველდღიურად ადგენს ახალი ამბების გაშუქების პრიორიტეტებს;
- თავად არჩევს და იწონებს კორესპონდენტებისგან შემოთავაზებულ გასაშუქებელ თემებს;
- რედაქციის შტატიან და შტატგარეშე კორესპონდენტებს აძლევს დავალებებს;
- ახალი ამბებისა და სხვა რუბრიკებისთვის უკვეთავს და თავად წერს სტატიებს, რედაქტირებას უკეთებს კორესპონდენტების მიერ შექმნილ მასალებს;
- რედაქციის ხელთ არსებული მატერიალური რესურსების გათვალისწინებით, ადგენს მულტიმედიური (ვიდეო, აუდიო) მასალების შექმნის გრაფიკს;
- წარმოადგენს MEDIA.GE -ს პარტნიორებთან და დონორებთან ურთიერთობაში;
- წერს განაცხადებს და პროგრამულ ანგარიშებს დონორებისთვის;
- მუდმივად ზრუნავს MEDIA.GE -ს შინაარსობრივ და გრაფიკულ განვითარებაზე;
- უზრუნველყოფს MEDIA.GE -ს სახსრების ხარჯვას დონორ(ებ)თან შეთანხმებული ბიუჯეტის მიხედვით.
კომპეტენცია:
MEDIA.GE -ს მთავარი რედაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კოორდინირებას უწევს პროექტის განხორციელების პროცესს;
- მაღალპროფესიულ დონეზე ქმნის და არედაქტირებს ახალ ამბებს, ანალიტიკურ და სხვა სახის სტატიებს ქართულ ენაზე;
- აქვს კონტენტის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, კარგად ფლობს ტექსტის რედაქტირების, ფოტოების რედაქტირების და სხვა ძირითად საოფისე პროგრამებს;
- კარგად ფლობს (წერა და მეტყველება) ინგლისურ და რუსულ ენებს.
დამატებითი მოთხოვნები:
- მედიამენეჯერად, რედაქტორად ან ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება, სტაჟირება რომელიმე დიდ მედია დაწესებულებაში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
- მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში ან სხვა მომიჯნავე დარგში.
საგანაცხადო დოკუმენტები (ქართულ ენაზე):
- კანდიდატის რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა);
- ორი რეკომენდაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი, 2011 წელი.
განაცხადები უნდა გაგზავნოთ ელ.მისამართზე: kakulia@internews.ge, ან წარადგინოთ „ინტერნიუსი-საქართველოს" ოფისში, მისამართზე: პაოლო იაშვილის ქ. 14/22.
ტელ: 832 292-3396/97.
„ინტერნიუსი-საქართველო" გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
სატელეფონო კონსულტაციები არ გაიმართება.