შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

2011

ვაკანსიები

ვაკანსიები რეპორტიორის პოზიციაზე რუსთავში

გაზეთი ”რუსთავის ამბები” აცხადებს ვაკანსიებს ქალაქ რუსთავში რეპორტიორის პოზიციაზე.

მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  1. ახალი ამბების და თემატური მასალების მოძიებას, ასახვასა და დაწერას დასრულებული ფორმით ისე, რომ არ იყოს საჭირო მათი მნიშვნელოვანი გადაკეთება ან ინფორმაციის დამატება;
  2. ინფორმაციის მოგროვებას და ახალი ამბების მასალების ან ნარკვევების დაწერას მისთვის დავალებული თემის ან გეოგრაფიული არეალის ირგვლივ;
  3. მუშაობას ძირითადად საკუთარი ინიციატივით, საკუთარი არჩევანისა და გადაწყვეტილების შესაბამისად, ან კონკრეტულ გვერდზე ან თემაზე პასუხისმგებელი რედაქტორის მითითებით;
  4. სამუშაოს შესრულება გაზეთის ჟურნალისტური სტანდარტებისა და სარედაქციო პროცედურების შესაბამისად;
  5. საკუთარ მასალაში ფაქტების, შინაარსისა და სტილის სისწორეზე პასუხისმგებლობას.

მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება;
  2. ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  3. ობიექტურობა, პუანქტუალობა, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  4. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  5. დახვეწილი ქართულით წერა და მეტყველება;
  6. დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი, ენთუზიაზმი და მოტივაცია;
  7. კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

  1. რეზიუმე (CV);
  2. ფოტოსურათი;
  3. მოტივაციის წერილი;
  4. სარეკომენდაციო წერილი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ნოემბერი

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით: kontaqti@gmail.com

გთხოვთ, წერილის საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ გასაუბრების დროს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test