შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.02

2012

კონკურსები

სტაჟირება „გოუ ჯგუფში“

"გოუ ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას აქტიური, კომუნიკაბელური და კრეატიულად მოაზროვნე პირებისთვის.

სტაჟიორებად მიიღებიან ნახევარი განაკვეთით მუშაობის მსურველები, რომლებიც კარიერას გეგმავენ ჟურნალისტიკაში, დოკუმენტალისტიკასა და ახალ მედიაში. კანდიდატებისთვის სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

სასურველია გრაფიკული რედაქტორების (Adobe Photoshop, Corel), და ვიდეო მონტაჟის (Adobe Premier, Adobe After Effects) ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. 
ეს პოზიცია არ ითვალისწინებს ანაზღაურებას, მაგრამ წარმატებული სტაჟორები დასრულებისას მიიღებენ სერთიფიკატს. 

ელ. ფოსტა: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net 

კონკურსი გაგრძელდება სათანადო კანდიდატის შერჩევამდე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test