შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.02

2012

ანონსი

16 თებერვალი - ხელმოწერა პეტიციაზე, "ეს შენ გეხება"

16 თებერვალი - ხელმოწერა  პეტიციაზე, "ეს შენ გეხება"

16 თებერვალს (ხუთშაბათს) 12 საათზე არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პეტიციაზე - „ეს შენ გეხება“ ხელმოსაწერად არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს იწევევენ. ხელმოწერა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში შედგება.

კამპანიის, „ეს შენ გეხება“, მიზანია 2011 წლის დეკემბერში მიღებული საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. პეტიცია ღიაა ხელმოწერებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლების და ექსპერტებისათვის (შემდგომში მოქალაქეებისთვისაც), რომლებიც არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

რეგიონულ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს პეტიციაზე ხელმოწერა ელექტრონულად შეუძლიათ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test