განცხადებები
დედლაინი
17.05
2012
ანონსი
ახალი საკანონმდებლო წინადადებების პრეზენტაცია
17 მაისს, ხუთშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს გააცნობენ.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ისაუბრებენ არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე და დეტალურად წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ პროცედურების დახვეწას არჩევნების დღეს, მედიათანაბრობას საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში, საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას საკაბელო არხებით, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს