შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

19.05

2012

ანონსი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეხვედრა ფოთის მოსახლეობასთან

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2012 წლის 19 მაისს 15: 00 საათზე ქ. ფოთში ჩაატარებს საჯარო შეხვედრას მოსახლეობასთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანია ქარტიამ გააცნოს საკუთარი საქმიანობა ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმინოს მათი მოსაზრებები მედიაში არსებულ პრობლემებზე, გააცნოს ქარტიის ფარგლებში რეაგირების მექანიზმები და ასევე, იმსჯელოს რეგიონებში მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე.

ქარტია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს გვეწვიოს შეხვდერაზე და გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრებები მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიმართება შემდეგ მისამართზე: ქ.ფოთი, პუშკინის 69 (ბერდინსკის ბინები), შაბათს, 19 მაისს, 15:00 საათზე. 

საკონტაქტო პირი: თამარ კორძაია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

ტელეფონი: 574722777

ელ.ფოსტა: tkordzaia@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test