შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

14.06

2012

ანონსი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკრედიტაციის გასავლელად ვადა 14 ივნისს იწურება

2012 წლის აკრედიტაციისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მასმედიის წარმომადგენელთა რეგისტრაციის ვადა 4 ივნისიდან 10 დღით გააგრძელა.

ანკეტის შევსება ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე, შემდეგ მისამართზე შეუძლიათ - http://president.gov.ge/PressOffice/Accreditation.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ მითითებული  ველები და ატვირთოთ ფოტოსურათი. 

განაცხადი (თანდართული სიით) ხელმძღვანელის ხელმოწერით მედიასაშუალების ბლანკზე უნდა გააგზავნოთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ნათია ბანძელაძის სახელზე, ელექტრონული მისამართით: media@president.gov.ge.  

აკრედიტაციის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მიმართონ ადმინისტრაციის პრესსამსახურს 4 ივნისიდან 14 ივნისამდე. აკრედიტაციის ბარათების დამზადებისთვის დაუკავშირდით ვაჟა გელაშვილს ტელეფონზე: 599 723889.   

აკრედიტაციების ასაღებად ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება 1 ივნისს ადმინისტრაციისა  და მედიის წარმომადგენლების შეხვედრისას მოხერხდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test