შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.06

2012

კონკურსები

კონკურსი დოკუმენტური ფილმების ფესტივალების ორგანიზებაზე

Caucadoc- ი იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ან არაფორმალურ ჯგუფებს გახდნენ დოკუმენტური ფილმების ორგანიზატორები საკუთარ ქალაქებში.

 რჩეული ორგანიზაციები და ჯგუფები  Caucadoc-ის მხარდაჭერით 2013 წლის გაზაფხულზე საკუთარ ქალაქებში კინოფესტივალებს გაუწევენ ორგანიზებას. Caucadoc- ი ორგანიზატორებისთვის ორ მოსამზადებელ სემინარს ჩაატარებს, გადასცემს ფილმებს, PR  მასალებს, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკას, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

სავარაუდოდ, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში 15 ფესტივალის ორგანიზება მოხდება. ფესტივალების მაქსიმალური ხანგრძლივობა სამი დღეა. რადგან  Caucadoc თვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფილმების ჩვენება, არამედ ამ ფილმებში წამოჭრილი საკითხების განხილვაც, ფესტივალების აუცილებელი კომპონენტი იქნება კინოჩვენებების შემდეგ დისკუსიების გამართვა.

საკონტაქტო პირები:

შორენა კუჭუხიძე (საქართველო), +995 595304452, shorena.kuchukhidze@peopleinneed.cz

Tatevik Bezhanyan (Armenia), +374 10 589 998, +374 93 259 159, tatevik.bezhanyan@pinf.am

Teyyub Mirgasimov (Azerbaijan), +994 503 873 242, mirgasimov@gmail.com

აპლიკაციის ჩამოსატვირთად და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:   http://www.clovekvtisni.cz/index2en.php?id=996

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test