შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.09

2012

ანონსი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მართავს შეხვედრას ჟურნალისტებთან

22 სექტემბერს,  16.00-ზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მართავს შეხვედრას ჟურნალისტებთან, რათა გააცნოს მათ გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“.

პროექტი გულისხმობს საქართველოს 11 ქალაქში პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტების თანამშრომლობას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართულია 22 პროფესიონალი ჟურნალისტი და 1320 მოქალაქე, რომლებიც შექმნიან ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ერთიან სისტემას არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს.

ჟურნალისტებს პროექტს წარუდგენს ია ანთაძე, სამოქალაქო განვითრების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

შეხვედრა გაიმართება 16.00-ზე სასტუმროში „მარიოტი თბილისი“ (რუსთაველის გამზირი 13), თამარ მეფის დარბაზში. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test