შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.11

2012

ანონსი

„ინტერნიუსი-საქართველო“ რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგის შედეგებს შეაჯამებს

28 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" „ინტერნიუსი-საქართველო“ გამართავს მედიის მონიტორინგის პროექტის "რეგიონული ტელევიზიების ახალი ამბების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში“ შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციას. მონიტორინგი მოიცავს 2 ივნისი - 11 ნოემბრის პერიოდს.

მონიტორინგი ჩატარდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

მედიის მონიტორინგი ხელს უწყობს მისი პროფესიული სტანდარტის ზრდას და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის განვითარებას.  ჩვენი კვლევის მიზანი იყო  საქართველოს რეგიონალური ტელამაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გადაცემებზე დაკვირვებით გამოგვევლინა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიმდინარეობა და ტენდენციები.

კვლევა განხორციელდა საქართველოს 20 რეგიონალურ ტელემაუწყებელზე: "25-ე არხი" (ბათუმი), "რიონი" (ქუთაისი), ქვემო ქართლის ტელე/რადიო კომპანია (რუსთავი), "ოდიში" (ზუგდიდი), "თანამგზავრი (თელავი), "მე-9 არხი" (ახალციხე), "თრიალეთი" (გორი), "გურია" (ოზურგეთი), "იმერვიზია" (ჭიათურა), "არგო" (ზესტაფონი), "გურჯაანი" (გურჯაანი), "ბორჯომი" (ბორჯომი), "მარნეული ტვ" (მარნეული), "ლტვ" (ლაგოდეხი), "მე-12 არხი" (ბოლნისი), "მეგა ტვ" (ხონი), "ზარი" (სამტრედია), "მე-9 ტალღა" (ფოთი), "ქრონიკა" (დუშეთი), "ეგრისი" (სენაკი).

მედიამონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს „ინტერნიუსი-საქართველოს“ მედიამკვლევარი: ზაქარია თავბერიძე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test