შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.12

2012

კონკურსები

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი ჩატარდება ორ ტურად.

პირველი ტურისთვის ნებისმერმა კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს მხოლოდ C.V. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - i.zakarishvili@gpb.ge. კანდიდატმა C.V. უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 14 დეკემბრის 16 საათიდან 2012 წლის 20 დეკემბრის 18 საათამდე. კანდიდატის მიერ C.V. წარმოდგენის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი მყისიერად განთავსდება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებ გვერდზე www.gpb.ge.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი C.V. შეისწავლის და შერჩევის საფუძველზე გამოვლინდებიან მე-2-ე ტურში გასული კანდიდატები.

მე-2-ე ტურში გასული კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და გამოვლინდება გამარჯვებული კანდიდატი. სამეიურვეო საბჭოს მიერ გამარჯვებული კანდიდატის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული კანდიდატი მისი გამარჯვებულად გამოცხადების  დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამეურვეო საბჭოს წარუდგენს შესაბამის დოკუმენტებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საზმაუწყებლის ვებგვბერდზე, ან ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს მისამართიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test