შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.12

2012

ანონსი

პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" პრეზენტაცია

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ახორციელებს პროექტს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის"

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება:

”კავკასიური სახლის” ოფისში 17 დეკემბერს, 10 საათზე;

მისამართი: თბილისი, გ. ტაბიძის 20

პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

მიმდინარე წლის 17 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე „კავკასიურ სახლში“ გაიმართება პროექტით დაგეგმილი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი რუსი და ქართველი ახალგაზრდა ჟურნალისტები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „კონფლიქტის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test