განცხადებები
დედლაინი
05.02
2013
ანონსი
დისკუსია ინტერნეტის თავისუფლების თემაზე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
სამშაბათს, 5 თებერვალს, 17:00 საათზე “ევროპის სახლში” გაიმართება დისკუსია ინტერნეტის თავისუფლების თემაზე.
დისკუსიის ფარგლებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოადგენს ახალ ანგარიშს:
“ინტერნეტის თავისუფლება - ვინ აკონტროლებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორს?”
ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა საქართველოში
- ინტერნეტში განხორციელებული საქმიანობის მეთვალყურეობა
- სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობა და მათი ანგარიშვალდებულება მომხმარებლების წინაშე
- ონლაინ მედია - მედიასაშუალებათა ფინანსური მდგრადობა
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელზეც სატელეკომუნიკაციო კომპანიების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ონლაინ მედია საშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორის სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრებენ.
ღონისძიება დაფინანსებულია IREX-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს