განცხადებები / ანონსი
-
დედლაინი
06.11
2014
პრეზენტაცია კვლევისა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის
-
დედლაინი
30.10
2014
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენს 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომა
ანგარიშში მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები, ასევე შალვა თათუხაშვილის საქმე; ანგარიშში მოცემულია სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, ასევე, ის დარღვევები და გადაცდომები, რომლებიც გამოვლინდა 2014 წლის ზაფხულის ადგილობრივ არჩევნებზე.
-
დედლაინი
30.10
2014
IREX -ის პროექტი S.A.F.E. Initiative ატარებს სემინარს ჯიპას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
SAFE Initiative-ის ცენტრი ტრენინგებს უტარებს ჟურნალისტებს ახალი მედიის ისეთ საკითხებში როგორიცაა, ონლაინ იდენტობა, რისკების მართვა და ინფორმაციის მენეჯმენტი.
-
დედლაინი
22.10
2014
დისკუსია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე დისკუსიას გამართავს. დისკუსია ჩატარდება საიას ოფისში. მის.ჯანსუღ კახიძის #15, სასემინარო დარბაზი.
-
დედლაინი
20.10
2014
საქართველოს ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა
განხილული იქნება ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის განცხადება, დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსზე, 2014 წლის 19 ივნისს განთავსებულ ინფორმაციასთან "არსებული ინფორმაციით ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს".
-
დედლაინი
07.10
2014
კომპანია „სილქნეტი“ Silk Digital პროდუქტების პრეზენტაციას გამართავს
SilkTV აპლიკაციით სატელევიზიო მაუწყებლობის ჩართვაა შესაძლებელი მრავალ პლატფორმაზე - მობილურში, პლანშეტზე, ნებისმიერი ტიპის კომპიუტერზე. გადახვევა, დაპაუზების რეჟიმით მომხმარებელი ისარგებლებს ტელე-არხებით ყველგან, სადაც ინტერნეტ წვდომა ექნება.
-
დედლაინი
04.10
2014
პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა” დასკვნითი კონფერენცია
4 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა” დასკვნითი კონფერენცია გაიმართება. მისამართი: ილიაუნი, G კორპუსი, 106 საკონფერენციო დარბაზი (ვაკის პარკთან, გიორგი წერეთლის 1)
-
დედლაინი
02.10
2014
პრეზენტაცია- “რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებების კვლევა საქართველოში“
კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი.
-
დედლაინი
02.10
2014
ჟურნალისტ ბექა ადამაშვილის წიგნის - „ბესტსელერი“ - პრეზენტაცია
2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ლიგამუსში“ (მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება ახალგაზრდა ჟურნალისტის ბექა ადამაშვილის წიგნის- „ბესტსელერი“ -პრეზენტაცია.
-
დედლაინი
01.10
2014
მედიის თავისუფლების ხარისხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - IV და V ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
1 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, დარბაზი #5 (მისამართი: ვარდების მოედანი № 1) გაიმართება პროექტის „მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში ( “ENP East Media Freedom Watch”) IV და V ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.