02.12.2013 15:41
ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიას აკრიტიკებს - VIDEO
მაია წიკლაური
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) „მაუწყებლობის შესახებ" კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ეს უწყება უკანონოდ ცდილობს ტელეკომპანიების მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებას. ეს განცხადება ნიკა გვარამიამ 29 ნოემბერს „ფრონტლაინ ჯორჯიაში" გამართულ თბილისის მედიაკონფერენციაზე გააკეთა.
გვარამიას უკმაყოფილებას იწყვეს კომისიის მიერ დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმები, სადაც მაუწყებლები ვალდებულნი არიან მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინონ დეტალური ინფორმაცია ტელეკომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, მათ შორის რეკლამიდან, სპონსორობიდან, დამფუძნებლების შემოწირულობებიდან და სხვა ტიპის შემოსავლებიდან. კომისია კი ვალდებულია ანგარიშგების ფორმები გაასაჯაროვოს.
მეტი ვიდეო
-
02.02.2019 18:00
ინტერნიუსი-საქართველოს ახალი პროექტი რუსთავი 2-ის თოქ-შოუში "სხვა შუადღე"
-
02.04.2018 15:56
არბანა ვიდიშიჩი: ტერორიზმის გაშუქება მკაფიო ეთიკური ნორმების დაცვას საჭიროებს
-
08.03.2018 16:30
ანტიდასავლური წერილი, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა, ახალი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და ჟურნალისტური ეთიკა