14.07.2014 16:28
სემინარი თემაზე: სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქების დროს
„ინტერნიუსი-საქართველო“-მ ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამართა სამდღიანი ტრენინგი, რომლის თემა იყო სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქებისას, სამშვიდობო ჟურნალისტიკა.
სემინარი ჩატარდა პროექტის „კონფლიქტების სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს კონფლიქტურ რეგიონებს (ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სემინარების ციკლი კონფლიქტების გაშუქების თემაზე. ყოველი თემატური სემინარის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს და მეთოდურ მითითებებს.
პირველი სემინარი გაიმართა 9-11 ივლისს, თბილისში „ინტერნიუსის“ ოფისში. მას უძღვებოდნენ Media.Ge-ს თანამშრომლები, ასევე მოწვეული ექსპერტი თამარ ხორბალაძე, მედიის განვითარების ფონდიდან.