შემოგვიერთდი

22.07.2014 13:16

სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამართალში

22 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)  პირველ კორპუსში დაიწყო  ოთხდღიანი  საერთაშორისო სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამართალში „მედიის კანონი“.  ორგანიზატორები არიან დოიჩე ველე აკადემია (Deutsche Welle Akademie) და თსუ. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი დელეგატები, პროფესორები,  სტუდენტები, ექსპერტები და  ჟურნალისტები.

ღონისძიების ფარგლებში, სიმპოზიუმის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ჟურნალისტებისთვის, ჟურნალისტიკის პროფესორებისთვის. ასევე, გაიმართება მედია-სამართლის   ფორუმი  გერმანელი და ქართველი ექსპრტებისთვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test