შემოგვიერთდი

31.07.2014 08:01

საარჩევნო მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია

30 ივლისს, სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერიაში“ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - CRRC საქართველო, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი- შეაჯამა ადგილობრივი არჩევნების  მედიამონიტორინგის შედეგები.

შეხვედრას გახსნეს ბორის იაროშევიჩმა- ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, და შომბი შარპიმ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

მედიამონიტორინგი აკვირდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას ორმოცამდე ტელე, რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებაში. ანგარიშები მოიცავს დროის მონაკვეთს 2014 წლის 15 აპრილიდან 30 ივნისამდე და განთავსებულია ვებ  გვერდზე: www.MediaMonitor.ge

მონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test