შემოგვიერთდი

09.10.2014 15:01

სემინარი თემაზე: ინფორმაციის გადამოწმება და ბალანსი

„ინტერნიუსი-საქართველო“-მ ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამართა მორიგი სამდღიანი ტრენინგი. ამჯერად, თემა იყო  ინფორმაციის გადამოწმება და ბალანსი.  

სემინარი ჩატარდა   პროექტის „კონფლიქტების  სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“.  ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს კონფლიქტურ რეგიონებს (ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ. სემინარს უძღვებოდა  ირაკლი ბერულავა, „ინტერნიუსი-საქართველოს“ წარმოების მენეჯერი;  ექსპერტებად მოწვეულები იყვნენ: ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი და კონფლიქტოლოგი ზურა ბენდიანიშვილი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება  კიდევ ერთი სემინარი კონფლიქტების  გაშუქების თემაზე. ყოველი თემატური სემინარის ბოლოს მონაწილეები იღებენ   სერთიფიკატებს  და მეთოდურ მითითებებს.

პირველი სემინარი გაიმართა 9-11 ივლისს,  თბილისში „ინტერნიუსის“ ოფისში. მას უძღვებოდნენ Media.Ge-ს თანამშრომლები, ასევე მოწვეული ექსპერტი თამარ ხორბალაძე, მედიის განვითარების ფონდიდან. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test