შემოგვიერთდი

20.06.2012 14:19

მოქალაქეები Must Carry-ს შესახებ - თბილისი

თამარ ფარადაშვილი

კამპანიის  "ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციებმა  პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობაში  must carry-სა და must offer-ის პრინციპის ასახვის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნით 15 ივნისს მიმართეს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას 21 ივნისს მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ  საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დააკმაყოფილებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილეები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეებიდან დაიწყებენ.

Must Carry-ს პრინციპი კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საკაბელო პროვაიდერებს საერთო ლიცენზიის მქონე მაუწყებლების საკუთარ პაკეტში ჩართვას ავალდებულებს. ანუ, საქმე ეხება იმ მაუწყებლებს, რომლებიც სხვა გადაცემებთან ერთად საინფორმაციო გამოშვებებსაც აწარმოებენ და ვრცელდებიან, როგორც სიხშირული სპექტრით, ისე სატელიტური სიგნალით. მაგალითად, სიხშირული სპექტრითა და სატელიტური სიგნალით ვრცელდება „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პირველი არხი“. ტელეკომპანია „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ კი - მხოლოდ სატელიტური სიგნალით.

Must Carry-ს პრინციპზე საზოგადოებაში საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ და „მაესტრო“ ზოგიერთმა საკაბელო კომპანიამ საკუთარ პაკეტში არ ჩასვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ კი „გლობალ TV”-ის მათი სიგნალის საკუთარ პაკეტში ჩასმაზე უარი უთხრეს, რის გამოც „გლობალმა“ მომხმარებლები დაკარგა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test