შემოგვიერთდი

09.08.2005 08:00

„თავისუფლების ინსტიტუტმა“ ჟურნალისტების დასაცავად კანონპროექტი შეიმუშავა

David Mchedlidze

"თავისუფლების ინსტიტუტმა" ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კანონპროექტი შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად მედიამფლობელს ჟურნალისტის სარედაქციო საქმეებში ჩარევა ეკრძალება.

" კანონპროექტის დამტკიცებით მედიამფლობელს აეკრძალება პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებით ჟურნალისტის მიმართ ზეწოლა და იმის კარნახი, ვისზე და როგორ დაწეროს ან გადაიღოს",- თქვა კინწურაშვილმა.

ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტს შესაძლებლობა ეძლევა დამქირავებელს სასამართლოში უჩივლოს. კანონპროექტში ჟურნალისტის დაცვის სხვა მექანიზმებიც არის გათვალისწინებული. მაგალითად, ის არეგულირებს მესაკუთრისა და ჟურნალისტის შრომით ურთიერთობებს.

თამარ კინწურაშვილის განცხადებით, დღეს ბევრი ჟურნალისტი შრომითი კონტრაქტის გარეშე მუშაობს და ამის გამო ისინი კიდევ უფრო დაუცველნი არიან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test