შემოგვიერთდი

09.08.2005 08:00

თბილისში გაზეთების რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა

David Mchedlidze

ზაფხულში თბილისსა და რუსთავში გაზეთების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.

პრესის გავრცელების საგენტო "მაცნეს" ხელმძღვანელის, რუსუდან კვინიკაძის განცხადებით, თბილისში გაზეთების რეალიზაცია ივლის-აგვისტოში დაახლოებით 30 % შემცირდა. მსგავსი ვითარებაა რუსთავშიც. პრესის გავრცელების სააგენტო "რუსთავი ინფო-სერვისის" დირექტორის, ლაშა კეკელიძის ინფორმაციით, რუსთავში გაზეთების რეალიზაცია დაახლოებით 40 % შემცირდა. მისი ვარაუდით, ეს ტენდენცია სექტემბრის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება. სამაგიეროდ, გაზეთების რეალიზაციამ ზღვისპირა ,და საერთოდ, საკურორტო ზონებში მოიმატა.

სოციოლოგიური ჯგუფის MGM-ის გამოკვლევით მკითხველებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით გაზეთი "ალია" სარგებლობს. ტელეფონით გამოკითხული 500 რესპონდენტიდან "ალიას" 39,1% კითხულობს. გაზეთ "ახალ თაობას" - 19%, "რეზონანსს" - 18%. რაც შეეხება გაზეთ "24 საათს", მას მოსახლეობის 12%, 7 პროცენტი კითხულობს, "ახალ ვერსიას" - 8,3 პროცენტი, ხოლო "საქართველოს რესპუბლიკას" მოსახლეობის - 2,9 %.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test