შემოგვიერთდი

09.08.2005 08:00

ტელეკომპანია „V არხის“ სტუდიის განახლებისა და მისთვის ახალი აპარატურის შესაძენად 200 ათასი ლარი დაიხარჯება

David Mchedlidze

კომპანია " ვიდეოსკოპი" ბოლნისის ტელეკომპანია "V არხის" სტუდიას განაახლებს და მისთვის ახალ აპარატურას შეიძენს. ბოლნისის რაიონის გამგეობა, რომელიც ტელეკომპანიის 50 % წილის მფლობელია, რაიონის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით 200 ათას ლარს დახარჯავს.

"ვიდეოსკოპსა" და "V არხს " შორის 9 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიის კონტრაქტორმა აპარატურის შეძენა, მისი დამონტაჟება და სხვა სამუშაოების ჩატარება ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ტელაკომპანია "V არხის " დირექტორის, ეთერ ჩუმაშვილის განცხადებით, "ვიდეოსკოპმა" ადგილობრივი გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. დღეს დასრულდა ტელეკომპანია "V არხის " რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსიც. ეთერ ჩუმაშვილის ცნობით, ტელეკომპანიაში მუშაობის სურვილი 28 ადამიანმა გამოთქვა. კონკურსის შედეგები 15 აგვისტოს გახდება ცნობილი.

1 აგვისტოს თამანშრომელთა გაფიცვის გამო ტელეკომპანია "V არხმა" მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. პროტესტის მიზეზი არხის რეორგანიზაციის შესახებ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ტელეკომპანიის დირექტორის, ეთერ ჩუმაშვილის თქმთ, გაფიცვა შეწყდა, მაგრამ მაუწყებლობა ჯერ არ განახლებულა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test