შემოგვიერთდი

10.08.2005 08:00

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელის პოსტისთვის ჯერჯერობით 13 კანდიდატი იბრძვის

David Mchedlidze

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხელმეორედ გამოცხადებულ კონკურსში ჯერჯერობით 13 კანდიდატი მონაწილეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის ცნობით, კანდიდატებს შორის არცერთი არ არის საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი "პოლიტიკურად ანგაჟირებული" ადამიანი.

მისივე თქმით, 7 კანდიდატი პირველ კონკურსში მონაწილეობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობისათვის პირველი კონკურსი 6 აგვისტოს უშედეგოდ დასრულდა იმის გამო, რომ სამეურვეო საბჭომ 16 მონაწილედან სასურველი კანდიდატი ვერ შეარჩია.

ხელმეორე კონკურსი 13 აგვისტომდე გაგრძელდა. თარხნიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამეურვეო საბჭო ამჯერად შეძლებს გენერალური დირექტორობისათვის შესაფერისი კანდიდატურის შერჩევას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test