შემოგვიერთდი

12.08.2005 08:00

„საზოგადოებრივი ტელევიზიის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების სურვილი ჯერჯერობით 17 ადამიანმა გამოთქვა

David Mchedlidze

"საზოგადოებრივი ტელევიზიის" გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების ვადა 13 აგვისტოს იწურება.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, სამეურვეო საბჭო კანდიდატთა განცხადებებს 13 აგვისტოს 18.00 საათამდე მიიღებს.

დღეისათვის სამეურვეო საბჭოს 17-მა კანდიდატმა მიმართა. მათგან რამდენიმე პირველ კონკურსში მონაწილეობდა, უმრავლესობა კი ახალი სახეებია.

"საზოგადოებრივი ტელევიზიის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვეს : ივიკო სეხნიაშვილმა, დავით ცინცაძემ, დინარა მაღლაკელიძემ, კობა ცხაკაიამ, რევაზ შალიბაშვილმა, მიხეილ მჭედლიძემ, ნიკოლოზ მახვილაძემ, გიორგი კახაბრიშვილმა, ნუგზარ მელაძემ, ნათელა მაისურაძემ, თამარ მახარობლიძემ, ლია მუხაშავრიამ, იოსებ მაჭარაშვილმა, სერგო ბიწაძემ, აკაკი ჩარგეიშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და ლაშა ბაქრაძემ.

ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭო კონკურსის შედეგებს 23 აგვისტომდე გამოაცხადებს.

"საზოგადოებრივი ტელევიზიის" გენერალური დირექტორის შესარჩევი პირველი კონკურსი უშედეგოდ დასრულდა. სამეურვეო საბჭომ პირველი კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 4 პრეტენდენტი არასაკმარისი მმართველობითი გამოცდილების გამო დაიწუნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test