შემოგვიერთდი

17.08.2005 08:00

საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი პოსტისთვის შესარჩევი კონურსის მეორე ეტაპზე სამი პრეტენდენტი გავიდა

David Mchedlidze

საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობისათვის განმეორებითი კონურსის მეორე ეტაპზე სამი პრეტენდენტი გავიდა: ლია მუხაშავრია, სერგო ბიწაძე და თამარ კინწურაშვილი. ეს უკანასკნელი საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრია, თუმცა, მან საბჭოდან გამოსვლის შესახებ განცხადება დაწერა.

საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო ამ სამ კანდიდატთან გასაუბრებას 19 აგვისტოს გეგმავს.

ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კონკურსის გამარჯვებული შესაძლოა 19 აგვისტოსვე დასახელდეს.

ამავე დროს, ერთ-ერთი პრეტენდენტი, ლია მუხაშავრია გასაუბრების პირდაპირი ეთერით ჩვენებას ითხოვს. იგი ასევე მოითხოვს მისთვის იმ დოკუმენტის ჩვენებას, რომლის ძალითაც თამარ კინწურაშვილმა სამეურვეო საბჭო დატოვა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, სამეურვეო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე თამარ კინწურაშვილის განცხადება, მხოლოდ ცნობად მიიღო, რადგან კინწურაშვილის საბჭოდან გაყვანის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. თარხნიშვილმა მიზანშეუწონლად ჩათვალა კანდიდატებთან გასაუბრების პირდაპირ ეთერში ჩვენებაც.

"თუ ვინმეს კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები ექნება, შეუძლია სამეურვეო საბჭოს ოქმებს გაეცნოს", - თქვა თარხნიშვილმა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test