შემოგვიერთდი

18.08.2005 08:00

გაზეთ „პროგრესის“ გამოცემა სულ მალე განახლდება

David Mchedlidze

ახლახან დაარსებული გურჯაანის გაზეთ "პროგრესის" გამოცემა სულ მალე განახლდება. "პროგრესის" გამოცემა მისი რედაქციის ძარცვის გამო შეფერხდა. გაზეთის მთავარი რედაქტორის ლეილა მურაკაშვილის ცნობით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა "პროგრესის" რედაქციიდან 5 აგვისტოს, გამთენიისას კომპიუტერი, პრინტერი და რამდენიმე დიქტოფონი მოიპარეს.

"რაც ყველაზე გულსატკენია, მოპარულ კომპიუტერში რედაქციის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზა ინახებოდა", - განაცხადა მთავარმა რედაქტორმა. მისივე თქმით, გაზეთში ეკოლოგიური პრობლემები შუქდებოდა, ამდენად, არ არის გამორიცხული, ეს ძარცვა ხსენებულ კრიტიკულ სტატიებთან ყოფილიყო დაკავშირებული.

გაზეთი "პროგრესი" ამავე სახელწოდების ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაარსა. გაზეთი 10 დღეში ერთხელ იბეჭდებოდა და ექვსი ნომრის გამოცემა მოესწრო.

ლეილა მურაკაშვილის ცნობით, გაზეთის მე-7 ნომერზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სულ მალე დაიბეჭდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test