შემოგვიერთდი

18.08.2005 08:00

რადიო "არ დაიდარდო" აჭარაში და გურიაში იწყებს მაუწყებლობას

David Mchedlidze

რადიო "არ დაიდარდო" 22 აგვისტოდან აჭარაში და გურიაში მაუწყებლობას დაიწყებს.

"არ დაიდარდო" კომპანია "რადიო საქართველოს" მესამე რადიოსადგურია, რომლის მაუწყებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. ამავე კომპანიას ეკუთვნის რადიოსადგურები "ფორტუნა" - 106,9 და "ფორტუნა პლიუსი" - 104,3.

კომპანია "რადიო საქართველოს" წარმომადგენლის ვახტანგ ჯაფარიძის თქმით, "არ დაიდარდო" ბათუმში სიხშირეზე 101,9 დაიწყებს მაუწყებლობას, ერთი თვის განმავლობაში კი მისი მაუწყებლობა ეტაპობრივად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test