შემოგვიერთდი

18.08.2005 08:00

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში შეიარაღებული პირი შეიჭრა

David Mchedlidze

დაახლოებით 17:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობაში შეიჭრა და ტელეკომპანიის თანამშრომელი მძევლად აიყვანა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ბოროტმოქმედის ლიკვიდირება მოახდინა. წინასწარი ცნობით, ტელეკომპანიის თანამშრომლები არ დაზარალებულან. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თავდამსხელის ვინაობა, უცნობია დანაშაულის მოტივიც, ხოლო პოლიცია თავს არიდებს ინციდენტის დეტალებზე საუბარს.

საგულისხმოა, რომ შენობას, სადაც "რუსთავი-2"-ია განლაგებული გაძლიერებული დაცვა ჰყავს. დაცვის ერთი ჯგუფი ტელეკომპანიის პირველ სართულზეა განლაგებული, ხოლო მეორე 17-ე სართულზე, სადაც ტელეკომპანია მდებარეობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test