შემოგვიერთდი

19.08.2005 08:00

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალურ დირექტორად თამარ კინწურაშვილი აირჩიეს

David Mchedlidze

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ 19 აგვისტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით თამარ კინწურაშვილი აირჩია.

"თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი თამარ კინწურაშვილი თავად იყო სამეურვე საბჭოს წევრი, თუმცა 13 აგვისტოს წევრობაზე უარი თქვა და იმ 23 კანდიდატს შეუერთდა, რომლებიც ამ თანამდებობის დასაკავებლად იბრძოდნენ.

არჩევის შემდეგ კინწურაშვილი ჟურნალისტებს ტელევიზიაში გასატარებელი პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა მისი თქმით, საზოგადოებრივი ტელევიზია, პირველ რიგში, "დემოკრატიული, სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი" უნდა იყოს. პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა მიუკერძოებელი საინფორმაციო სამსახურის შექმნა და ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test