შემოგვიერთდი

23.08.2005 08:00

საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები დედაქალაქში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან

David Mchedlidze

ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" კონკურსში გამარჯვებული, რეგიონში მომუშავე 12 ჟურნალისტი - ტელე, რადიო, ფოტო და საგაზეთო კორესპონდენტები - სექტემბრიდან ერთთვიან სტაჟირებას დედაქალაქის მედია საშუალებებში გაივლიან.

ჟურნალისტების სტაჟირებას "ღია საზოგადოება საქართველოს" მასმედიის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს და მისი მიზანია, რეგიონში დასაქმებული ჟურნალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test