შემოგვიერთდი

24.08.2005 08:00

ქართველ ჟურნალისტებს ფრონეს ხეობაში არ უშვებენ

David Mchedlidze

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების გადაწყვეტილებით, სოფელ ნულისა და ავნევისკენ მიმავალი ყველა გზა ქართველი ჟურნალისტებისთვის ჩაიკეტა. სოფლებში დიდმუხასა და მუგუთში, გარდა ოსი და რუსი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისა, დისლოცირებულია ცხინვალის ომონიც და ისინი ქართველ ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ტელეკომპანია "იმედის" გორელი კორესპონდენტის ია თინიკაშვილი ცნობით, ქართველ ჟურნალისტებს ფრონეს ხეობის მიმართულებით 23 აგვისტოდან აღარც იქ დისლოცირებული საქართველოს შს სამინისტროს ბლოკპოსტები უშვებენ. ქართველმა ძალოვნებმა კორესპონდენტს განუმარტეს, რომ სამინისტროდან მიღებული სასტიკი ბრძანებით, ეკრძალებათ ჟურნალისტების ფრონეს ხეობის მიმართულებით გატარება.

თუმცა, თინიკაშვილის განცხადებით, ხეობაში შესასვლელი უამრავი, მაგრამ სარისკო შემოვლითი გზა არსებობს. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ისედაც დაძაბული ვითარება, რამდენიმე დღის წინ კიდევ უფრო გამწვავდა უცნობი პირების მიერ გორიდან სოფელ ნულში ნათესავებთან ჩასული 11 წლის გენადი პეტრიაშვილის გატაცების გამო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test