შემოგვიერთდი

24.08.2005 08:00

სერგეი ბაღაფში მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა აფხაზური მედიას გაფრთხილებას აძლევს

David Mchedlidze

23 აგვისტოს არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში სამთავრობო და არასამთავრობო გაზეთების რედაქტორებს შეხვდა.

რესპუბლიკის ლიდერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლების პრინციპებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრესის მიმართ ზეწოლას. ამასთანავე, ბაღაფშმა, აფხაზურ პრესას ობიექტურობისაკენ მოუწოდა. მან დაუშვებლად მიიჩნია რესპუბლიკის ხელმძღვანელობისადმი დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება და ხელისუფლების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციების გამოქვეყნება გაზეთების ფურცლებზე.

მისი განცხადებით, ასეთი პუბლიკაციები ხელს არ უწყობს აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობას. ბაღაფშის თქმით, სახელმწიფოს პრესაზე ზემოქმედების კანონიერი ბეტრკეტები გააჩნია, თუმცა მათი გამოყენების სურვილი არა აქვს, რადგან იმედოვნებს, რომ მედია მხარს დაუჭერს ხელისუფლებას არსებული პრობლემების დაძლევაში. თავის მხრივ, დამოიკიდებელი გამოცემების მთავარმა რედაქტორებმა ბაღაფშთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ჟურნალისტები სახელმწიფო დაწესებულებებში ინფორმაციის მოპოვებისას სიძნელეებს აწყდებიან.

რედაქტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზეც, რაც აფხაზეთის არასამთავრობო პრესას განვითარებაში ხელს უშლის. აფხაზეთის ლიდერმა რედაქტორებს პირობა მისცა, რომ ხელს შეუწყობს არასამთავრობო გაზეთების ფუნქციონირებისათვის ეკონომიკური საფუძვლების გაუმჯობესებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test