შემოგვიერთდი

25.08.2005 08:00

სექტემბრიდან ქართული დამოიკიდებელი ტელეარხებით ეთერში გავა სატელევიზიო პროგრამა „კვირა“

David Mchedlidze

ფონდ "ინტერნიუსის" 45 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა "კვირა" ერთი ეროვნული, ასევე იმ 23 რეგიონული ტელეკომპანიის არხით გავა ეთერში, რომლებსაც "ინტერნიუსის" ინიციატივით 2005 წლის გაზაფხულზე შექმნილი "საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია" აერთიანებს.

"ინტერნიუსის" პროექტს ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ი უწევს.

ფონდის ხელმძღვანელის, გენადი უჩუმბეგაშვილის განცხადებით, "კვირა"-ში საქართველოს რეგიონების პოლიტიკური და სოციალური მოვლენები გაშუქდება. ტელეპროგრამის წარმოებაზე რეგიონული ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფები იმუშავებენ- რეგიონებში მომზადებულ სიუჟეტებს, საეთერო სახე "ინტერნიუსში", "კვირის" სტუდიაში მიეცემა.

ფონდმა რეგიონული ჟურნალისტებისთვის, ვინც "კვირის" შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, ტრენინგების ციკლი გამართა. ლექციებს რუსეთიდან და აშშ-იდან მოწვეული სპეციალისტები კითხულობდნენ.

ტელეპროგრამაზე ასევე იმუშავებენ "ინტერნიუსის" მიერ კონკურსით შერჩეული პროდიუსერ/წამყვანი და ჟურნალისტი. კონკურსი უკვე გამოცხადდა. კანდიდატებმა რეზიუმეები 5 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ "ინტერნიუსის" ოფისში.

"ამ პროექტით, ხელს შევუწყობთ რეგიონული ტელეკომპანიების განვითარებას",-აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, IREX-მიერ გამოყოფილი დაფინანსება "კვირის" ეთერში გასვლას, 2006 წლის თებერვლის ბოლომდე ითვალისწინებს. ამის შემდეგ დაფინანსების ახალი წყაროები გამოინახება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test