შემოგვიერთდი

26.08.2005 08:00

რადიო „ათინათის“ მაუწყებლობა სოხუმამდე გავრცელდება

David Mchedlidze

რადიო "ათინათის" მაუწყებლობა სოხუმამდე გავრცელდება, მას შემდეგ, რაც "ათინათის" გადამცემს ზუგდიდთან ახლოს, ართუს მთაზე დამონტაჟებულ "ჯეოსელის" ანძაზე გადაიტანენ.

რადიო "ათინათის" ხელმძღვანელის გია ხასიას ცნობით, რადიოს გადამცემს "ჯეოსელის" ანძაზე უახლოეს ხანებში დაამონტაჟებენ. "ჯეოსელის" წარმომადგენლებთან ზოგიერთი ტექნიკურ დეტალი დარჩა შესათანხმებელი",-თქვა ხასიამ.

"ათინათის" გადამცემი ამჟამად ზუგდიდში, რადიოს ოფისშია დამონტაჟებული, რომლითაც მაუწყებლობა, საკუთრივ, ზუგდიდის გარდა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონების ტერიტორიაზე, ასევე გალის რაიონის ქვედა ზონაში ვრცელდება.

გია ხასიას თქმით, "ათინათი" ქართულ და რუსულ ენებზე მაუწყებლობს,ამასთან, "ჯეოსელის"ანძაზე გადამცემის გადატანის შემდეგ, რადიოს ეთერში აფხაზეთის ისტორიის, მისი კულტურისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ახალი "არაპოლიტიკური" რუსულენოვანი გადაცემები გავა. მიმდინარე წლის ოქტომბერში "ათინათს" 10 წლის იუბილე უსრულდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test