შემოგვიერთდი

26.08.2005 08:00

„საზოგადოებრივი ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილისთვის კონკურსი გამოცხადდა

David Mchedlidze

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გამოცხადდა ღია კონკურსი "საზოგადოებრივი ტელევიზიის" სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

განკარგულების თანახმად, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

ამავე განკარგულებით, ყველას აქვს სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღეში.

9 კაციან სამეურვეო საბჭოში ერთი ადგილი მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი წევრი თამარ კინწურაშვილი "საზოგადოებრივი ტელევიზიის" გენერალურ დირექტორად აირჩიეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test