შემოგვიერთდი

29.08.2005 08:00

გამოძიება რამიშვილისთვის და კოხრეიძისთვის 3 თვიან წინასწარ პატიმრობას მოითხოვს

David Mchedlidze

საქართველოს პარლამენტის წევრზე კობა ბექაურზე განხორციელებული გამოძალვისა და შანტაჟის ფაქტზე ტელეკომპანია "202"-ის ხელმძღვანელს შალვა რამიშვილს უკვე წაეყენა ბრალი სსს კ 181 მუხლის 2-ე ნაწილით, რაც თავის მხრივ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, დღეს გამოძიება მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით და სავარაუდოდ მოითხოვს რამიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებას - წინასწარ 3 თვით დაპატიმრებას. ტელეკომპანია "202"-ის თანადამფუძნებელი შალვა რამიშვილი და მისი კოლეგა დავით კოხრეიძე 27 აგვისტოს დააპატიმრეს.

შს სამინიუსტროს ოფიციალური განმარტებით, 2005 წლის 26 აგვისტოს შინაგან სამქეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ბექაურმა. დეპუტატის განცხადებით მას ტელეკომპანია "202"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი, მასზე მომზადებული მაკომპრომეტირებელი მასალის ეთერში არ გაშვების სანაცვლოდ 100 000 აშშ დოლარს სთხოვდა. განცხადების რეაგირების მიზნით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიგეგმა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, რის შედეგადაც შალვა რამიშვილისა და კობა ბექაურს შორის გამართული დიალოგი და ფულის გადაცემა დაკანონებულ ვიდეოფირზე აღიბეჭდა.

ტელეკომპანია "202"-ის ხელმძღვანელი დაკავებული იქნა მასთან თანმხლებ პირთან, დავით კოხრეიძესთან ერთად სადაც მათ ავტომანქნაში ამოღებული იქნა პირველ ჯერზე გადაცემული თანხა 30 000 აშშ დოლარი. ბრალის წაყენების შემდეგ, შალვა რამიშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა კლიენტმა დაპატიმრების გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო.

მისივე ცნობით, შალვა რამიშვილს ჩვენება ჯერ არ მიუცია. რამიშვილი საქმეს შეთითხნილს და პროვოკაციას უწოდებს", დასძინა დავით კორკოტაშვილმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test