შემოგვიერთდი

29.08.2005 08:00

შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა

David Mchedlidze

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 აგვისტოს, ოთხსაათიანი განსჯის შემდეგ ტელეკომპანია "202"-ის თანადამფუძნებელს შალვა რამიშვილსა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს დავით კოხრეიძეს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გიორგი შავლიაშვილის გადაწყვეტილებით რამიშვილი და კოხრეიძე წინასწარ პატიმრობას თბილისის N1 საპყრობილეში გაატარებენ. ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში დაკავებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა გოჩა სვანიძემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში საოლქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე შს სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 27 აგვისტოს დააკავა პარლამენტის დეპუტატ კობა ბექაურისათვის 30 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით.

შს სამინისტრომ გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ოპერატიული მასალა, სადაც ჩანს, რომ რამიშვილი ბექაურისგან, კომპრომატის არ გაშვების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას იღებს. მაგრამ რა კომპრომატზეა საუბარი, ვიდეომასალაში არ ჩანს. საუბარში ნახსენებია ვახტანგ კომახიძის სახელი, რომელიც სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტია. სწორედ სტუდია "რეპორტიორი" ამზადებს ფილმს, სადაც კობა ბექაურის მამხილებელი ფაქტებზე იქნება საუბარი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test