შემოგვიერთდი

30.08.2005 08:00

ნარკომანიის პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის დეკლარაციის პროექტი შემუშვდა

David Mchedlidze

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჩამოყალიბებულმა ნარკოპოლიტიკის შემმუშავებელმა საბჭომ ნარკომანიის პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა.

ნარკოპოლიტიკის შემმუშავებელი საბჭოს თავმჯდომარის თამარ სირბილაძის განცხადებით, დეკლარაციის პროექტი, სახელწოდებით: "როგორ გავაშუქოთ ნარკომანიის პრობლემა სწორად", შემუშავებულია იმ ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით, რომლებიც საბჭოს მიერ 19-20 ივლისს ორგანიზებულ სემინარს დაესწრენ. სემინარი ნარკომანიის პრობლემების სწორად გაშუქების საკითხებს მიეძღვნა.

დეკლარაციის მთავარი პრინციპია საზოგადოების ობიექტური ინფორმირება, პრობლემის გაშუქებისას განსაკუთრებული დელიკატურობა, ასევე ნარკომანიაზე მომუშავე პროფესიონალებთან რეგულარული თანამშრომლობა.

როგორც თამარ სირბილაძემ განაცხადა, დოკუმენტი საბოლოო სახით ორ კვირაში იქნება მზად, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები, რომლებმაც დოკუმენტის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, წინასწარ ვერსიას გაეცნობიან და ბოლო შენიშვნებს წარმოადგენენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test