შემოგვიერთდი

30.08.2005 08:00

თამარ კინწირაშვილმა ფინანსურ პოლიციას საზოგადოებრივი ტელევიზიის შემოწმება სთხოვა

David Mchedlidze

საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა სამშაბათს, 30 აგვისტოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, საჯაროდ მიმართა ფინანსურ პოლიციას და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფინანსური საქმეების შემოწმება სთხოვა.

ეს განცხადება კინწურაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან ლევან თარხნიშვილთან შეთანხმებით გააკეთა.

გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლობას 6 მილიონზე მეტი კრედიტორული დავალიანება აქვს, არხი კი სასწრაფო ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტელევიზიას ბევრი "საეჭვო" კონტრაქტი აქვს გაფორმებული. "ტელევიზიაში არსებობს ბევრი საკითხი, რაც ჩვენს ომპეტენციას აღემატება და შესაბამისად, სამართალდამცველი სტრუქტურების ჩარევას საჭიროებს", - განაცხადა კინწურაშვილმა, რომელიც გენერალურ დირექტორად ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ 19 აგვისტოს აირჩია.

კინწურაშვილამდე ტელევიზიას, რამდენიმე წლის განმავლობაში, ზაზა შენგელია ხელმძღვანელობდა.

დღეისათვის,გარე სტუდიებთან საზოგადოებრივ ტელევიზიის მიერ დადებული ყველა კონტრაქტი შეაჩერებულია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test