შემოგვიერთდი

31.08.2005 08:00

ახალი სასწავლო წლიდან თსუ-ს ჟურნალისტიკის განყოფილებაზე 88 პირველკურსელი ჩაირიცხება

David Mchedlidze

ახალი სასწავლო წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე 88 პირველკურსელი ჩაირიცხება.

თსუ-ს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დავით პაიჭაძის ცნობით, ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ქვოტით 9 უცხოელი მოქალაქის ჩარიცხვაა დაშვებული, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ახალი, 2005-2006 წ.წ. სასწავლო წლიდან ამ განყოფილებაზე რუსეთის ორი, ეთნიკურად ქართველი მოქალაქე ისწავლის.

თსუ-ში, 2005 წლის გაზაფხულზე დაწყებული რეფორმების შემდეგ, რამდენიმე ფაკულტეტი გაერთიანდა, რის შემდეგაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი განყოფილებად გადაკეთდა. ჟურნალისტიკის განყოფილებაზე აჟამად 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test